logo
ENG

26 ოქტომბერი, 2021 | 19:43
სააკაშვილის საქმე ევროსასამართლოში - ადვოკატები სარჩელს ამზადებენ

მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებამ უფრო მეტად შეუზღუდა შესაძლებლობები. ამიერიდან მოშიმშილე პატიმრის წერილებს ციხიდან თანაგუნდელები ვეღარ გამოიტანენ. ამის უფლება მხოლოდ ადვოკატებს შეუნარჩუნეს. 

ამასთან, სააკაშვილის საქმე ევროსასამართლოსთვის მზადდება. დღესვე მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერპრეტაციებს საპყრობილიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ უპასუხა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინფორმაციით, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს ის ფანჯრები დაულუქეს, საიდანაც გარესამყაროსთან დისტანციური კომუნიკაციის თეორიული შანსი ჰქონდა.  

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა