logo
ENG

28 ოქტომბერი, 2021 | 11:44
სააკაშვილის შიმშილობის 28-ე დღე

ყოფილ პრეზიდენტს სატელეფონო მომსახურება შეუზღუდეს, ამოუქოლეს ფანჯრები, მოშიმშილე პატიმარი არც სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავთ, გლდანის ციხის კლინიკაზე კი უარს თავად ამბობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა იმ მედიკამენტების მიღებაზეც, რომლებიც შიმშილობას შეუმსუბუქებს. მსჯავრდებულ პრეზიდენტს შეხვედრების ოთახშიც შეცვლილი პირობები დახვდა - კედელი, მიხეილ სააკაშვილსა და მასთან მისულ პირებს შორის მთლიანად დალუქულია. ამ ყველაფრის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი ჩაერთვება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა