logo
ENG

01 ივნისი, 2021 | 20:25
საგარეჯოში 42 წლის დავით აზარიაშვილი დაჭრეს და ტბასთან დატოვეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საგარეჯოში დაჭრილი 42 წლის კაცი სიცოცხლისთვის იბრძვის. დავით აზარიაშვილი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადმოიყვანეს, მას ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

სისხლიანი გარჩევა სოფელ ნინოწმინდაში მოხდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დავით აზარიაშვილი დამნაშავემ ტბასთან დატოვა. დაშავებულმა დასახლებულ პუნქტამდე მიღწევა მაინც შეძლო.

ამ წუთებში აზარიაშვილი მართვით სუნთქვაზეა, ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა