logo
ENG

26 სექტემბერი, 2020 | 19:55
სავარაუდო კორუფცია ჭიათურაში - "ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა ბიუჯეტიდან ₾ 4,4 მლნ მიიღო

გაგალე, იგივე გაგა ბრეგვაძის კომპანიებმა ჭიათურაში 4.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. 

გაგალე ბრეგვაძესთან 6 კომპანია არის დაკავშირებული, აქედან სამს თავად ფლობს, ერთი მის დედას, შორენა სარალიძეს ეკუთვნის, 2 კომპანია კი - მის მეგობარს, ზვიად გელაშვილს.

გელაშვილის კომპანია ბრეგვაძის ფაქტობრივ მისამართზეა დარეგისტრირებული. სწორედ ზვიად გელაშვილის კუთვნილ კომპანიას აქვს ჭიათურის მერიისგან 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი მიღებული. 

გაგა ბრეგვაძე ჭიათურის საკრებულოს მოადგილესთან, გივი კიკნაძესთანაც მეგობრობს. 

ამ ფოტოში ბრეგვაძე ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად, ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე იმყოფება. 

სოციალურ ქსელში , ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გივი კიკნაძესთან გადაღებული არაერთი ფოტოც აქვს გავრცელებული. 

ბრეგვაძის კომპანიებს ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებული ტენდერები აქვს მოგებული. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ბრეგვაძესთან დაკავშირებულ კომპანიებს 100-მდე ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულება 4,4 მილიონი ლარია. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა