logo
ENG

12 აპრილი, 2022 | 20:42
სანქციები მუშაობს - რუსეთი დეფოლტის წინაშე

რუსეთის დეფოლტი - სარკინიგზო კომპანიის შემდეგ ქვეყანამ საგარეო ვალის დაფარვა ვერ შეძლო. სანქციები მთელი ძალებით მოქმედებს. ფინანსურ კრახს ოფიციალური მოსკოვი უარყოფს, მაგრამ საწინააღმდეგო ცნობები აქვს მსოფლიო ფინანსურ ჯგუფებს. გაუარესებული საკრედიტო მაჩვენებლები, შეზღუდული წვდომა უცხოურ ვალუტასთან, შემცირებული ეკონომიკა - სანქციების ყოველი მომდევნო დღე პუტინის რუსეთისთვის დამანგრეველია.

ამ ფონზე რუსეთისგან ერთადერთი სარგებელი ვირტუალურ სივრცეშია, იყიდება რუსეთი - ასე ჰქვია კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის ახალ პროექტს, რომელიც რუსეთის მიწებს NFT-ის სახით ყიდის. ვირტუალურ სივრცეში უკვე გაიყიდა მოსკოვი - გადახდილი თანხით კი უკრაინას დაეხმარებიან.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა