logo

08 აპრილი, 2021 | 20:37
საპატრიარქოში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების მოსაგვარებლად მიტროპოლიტ სტეფანეს საპატრიარქოს უფრო მეტი მხარდაჭერა დასჭირდა. მღვდელმთავარი დღეს ეკლესიის მმართველ ორგანოში გამართულ კრებაში მონაწილეობდა. საპატრიარქო პრობლემის სათავედ ისევ პეტრე ცაავას მიიჩნევს, ამიტომ შექმნა კომისია, რომელიც განკვეთის საკითხს გადაწყვეტს. დღევანდელი კრებისთვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ჯგუფებიც მზად იყვნენ, მაგრამ ინტრიგა არ შედგა. პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები ადგილზე არ მივიდნენ. ღვდელმთავრების და სინოდის წევრების 3 საათიანი კრება საპატრიარქოში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა