logo
ENG

17 ოქტომბერი, 2021 | 20:31
საქართველო 3+3=0 - დროება

მაშინ, როდესაც ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, ჩვენი ქვეყნის საჰაერო დერეფანს რეგიონში ახალი სადისლოკაციო ადგილის მისაღწევად იყენებდნენ, სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე მოკლე განცხადება დატოვა. გასული წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტმა „კავკასიაში ახალი ერის“ დასაწყისი გამოაცხადა, მხარეებს მიულოცა და ფასილიტატორებს, ანუ რუსეთს და თურქეთს მადლობაც გადაუხადა. ეს იყო პირველი ღია მცდელობა, როდესაც ოფიციალურმა თბილისმა პრეზიდენტის დონეზე საკუთარი ნდობა ომის შემდგომ შექმნილ ახალ კონფიგურაციას დაუდასტურა. რას ნიშნავს, რა საფრთხეს წარმოადგენს და რატომ უდრის ფორმატი 3+3 საქართველოსთვის ნოლს ნახეთ დროებაში. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა