logo
ENG

05 თებერვალი, 2023 | 20:09
საქართველო ქართველების გარეშე - დროება

"რა უცნაურია: რუსეთმა ომი უკრაინაში დაიწყო და საქართველოს იპყრობს" - ეს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტია, რომელიც ალბათ ყველაზე რეალურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაშიც ახლა ივანიშვილის საქართველო ცხოვრობს. დიახ, ფაქტია, რომ ომის, ტანკების და ერთი ტყვიის გასროლის გარეშე უკრაინის ფრონტზე და ცივილიზაციურ ომში დამარცხებისთვის განწირული პუტინის რეჟიმი, საქართველოს იპყრობს - იპყრობს, რადგან ივანიშვილის რეჟიმი მისი ანტიქართული პოლიტიკით ახლა სრულ კოლაბორაციაშია პუტინის რეჟიმთან - ის, რაც ჯერ კიდევ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ბევრისთვის რეალური საფრთხე იყო, ზოგისთვის მხოლოდ პოლიტიკური პროგნოზი და ვარაუდი, ახლა ჩვენს თვალ წინ ხდება. უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ ივანიშვილმა არჩევანი გააკეტა - უკრაინა და დასავლეთი დაგმო და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ერთ დროს რეგიონში ყველაზე პერსპექტიული სახელმწიფო რუსეთის განაპირა გუბერნიად გადააქციოს - სოლნიჩნაია გრუზია - ადგილი, სადაც მეტროპოლიის ცენტრიდან მხოლოდ დროის სატარებლად ჩამოდიან - ოკუპანტი ჩამოდის, ქართველები კი საკუთარი სამშობლოდან გარბიან - ვინც ვერ ახერხებს გაქცევას შიმშილისა და სიღარიბისთვის არის განწირული - საქართველოს იმ მოქალაქეების კატეგორია ტოვებს, რომელსაც საარჩევნო ყუთთან რევოლუციის მოხდენა შეუძლია - ეს იყო და ახლაც რჩება ივანიშვილის რეჟიმის მთავარ საშინაო დავალებად: არ გინდა, არ ეგუები რეჟიმს - წადი!. ოპოზიციის დაქსაქსულობა, დასავლელი პარტნიორების ხშირად ზედმეტად დიპლომატიური ტონი - ამას კი რეჟიმი ჩვენი დეზორიენტაციისთვის იყენებს - ამასობაში კი სახელმწიფო რუსული ხუხულასავით თავზე ჩამოგვენგრა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა