logo
ENG

06 აგვისტო, 2021 | 19:36
სისხლიანი დაპირისპირება ბორჯომში

კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ბორჯომში. 36 წლის კაცს, დაზიანებები ყელის არესა და მხარში აქვს მიყენებული. დაჭრილი კლინიკაში თავად მივიდა, თუმცა ჭრილობები იმდენად მძიმე არმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ირკვევა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, პოლიციის შენობის სიახლოვეს მოხდა, თუმცა მძიმე შედეგის თავიდან აცილება სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს.  გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.  

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა