logo
ENG

22 სექტემბერი, 2021 | 20:07
სტიქია დასავლეთ საქართველოში

უხვი ნალექის გამო, აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მიწის ჩამოშლის დროს, ხელვაჩაურში, მხოლოდ სოფელ ფერიაში შვიდი სახლი დაინგრა, დაშავებულია ერთი მოქალაქე. ქალს ოპერაცია ჩაუტარდა.

მეწყერი იყო ქობულეთის სოფლებშიც. ურეკში კი პოლიციის მთავარი სამმართველოს ოფისი დაიტბორა. დაიტბორა ბათუმიც - მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ, ხელოვნური კუნძულების მშენებლობის დაპირების ნაცვლად, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე იზრუნოს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა