სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება
რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება. სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.