logo
ENG

24 ნოემბერი, 2020 | 13:31
ტიკარაძე: ფაქტები მაძლევს საუბრის უფლებას, რომ აქციები იყო ვირუსის გამავრცელებელი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მას ფაქტები აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ასეთია სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

"აქციებთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ეს მაძლევს მე და ასევე ქალბატონ მაია ცქიტიშვილს იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ნამდვილად იყო გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით უფრო ძლიერმა, ვიდრე არის საქართველო, იქონია პოსტარჩევნების ეფექტი და ჩვენც გვაქვს დღეს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებით", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მომატება ოპოზიციის აქციებს დღეს მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა დაუკავშირა, მათ შორის მაია ცქიტიშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ

ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე აქცია გამართა, სადაც აქციის მონაწილეებს პირბადეები დაურიგდათ. თავად ოპოზიციის წევრებიც მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებდნენ. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა