logo
ENG

20 სექტემბერი, 2021 | 12:46
ფორმულას ინფორმაციით სიძულვილის ბანერების ავტორი მოშე კლუგჰაფტია

სიძულვილის ბანერების ტრილოგია ბოლო 4 წელიწადში - ქართული ოცნების ხელწერა ჩანს, თუმცა მმართველი პარტია დღემდე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს მათი გაკეთებული არაა და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. სისხლიანი ბანერები პირველად ქვეყანაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი ზურაბიშვილი აგებდა, მეორედ წელს ზაფხულში ჰომოფობიური შინაარსით, ახლა კი ისევ ოპონენტების და კრიტიკული მედიის წინააღდეგ. ამჯერად გახარიას ფოტოსთან ერთად. ავტორად პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი მიიჩნევა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში, ფორმულას ინფორმაციით ის ახლაც თბილისშია

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა