logo
ENG

19 ნოემბერი, 2020 | 22:58
ფორმულას წყარო: შეიარაღებული პირი ფონიჭალაში ობიექტზე შეიჭრა და ფული და ტექნიკა წაიღო

ფორმულანიუსის წყაროს ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ფონიჭალაში ობიექტზე შეიჭრა და ფული და ტექნიკა წაიღო. 

ვიდეო კამერების ჩანაწერში ჩანს თავდამსხმელი, რომელიც ბენზინ გასამართ სადგურზე შედის და რამდენიმე წუთში შენობიდან გამორბის. მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან გვიყვება, რომ ახალგაზრდა კაცმა ობიექტის თანამშრომელს იარაღის მუქარით ფული წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

რა თანხა წაიღო თავდამსხმელმა - ობიექტის თანამშრომლები არ ამბობენ, თუმცა გვიდასტურებენ, რომ პირი შენობაში იარაღით შეიჭრა. თავდასხმის დროს ობიექტზე მხოლოდ 1 ოპერატორი იმყოფებოდა, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. მომხდარის შემდეგ კი ის სამსახურიდან წავიდა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა