logo
ENG

02 დეკემბერი, 2020 | 17:41
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 54 წლის მარინე გოდუაძე ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდა და დაინფიცირების შემდეგ, მკურნალობას ამავე კლინიკაში გადიოდა.

ექიმის მდგომარეობა 2 კვირის წინ დამძიმდა, გუშინ კი ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.

კლინიკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ექიმს ვირუსი პაციენტისგან გადაედო. რენტგენოლოგის, ტანია პიტკინას თქმით, ერთ-ერთი მორიგეობის დაწყების წინ გოდუაძემ სპეციალური აღჭურვილობის ჩაცმა ვერ მოასწრო, რადგან ახლად შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მას სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა.

"მძიმე პაციენტი იყო შემოსული და ვერ მოასწრო. რომ ჩაეცვა ფორმა, პაციენტი დაიღუპებოდა. ინტუბაცია გაუკეთდა და ვვარაუდობთ, რომ კორონავირუსი ამ დროს გადაედო", - ამბობს ტანია პიტკინა.

ეს ქუთაისში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. მედიკოსების გარდაცვალების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა სხვადასხვა დროს ბათუმის, ქობულეთის, ბაღდათის და ახალციხის საავადმყოფოებშიც დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს. აქედან 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 342 გარდაიცვალა.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა