logo
ENG

27 სექტემბერი, 2021 | 20:06
ყაჩაღობა მარნეულში - ქალს სახლში მიუვარდნენ

სასტიკი ძალადობა და ყაჩაღობა მარნეულში, რომელზეც დილიდან მთელი მუნიციპალიტეტი ლაპარაკობს. შუა დღეს 75 წლის ქალს სახლში 4 თავდამსხმელი შეუვარდა, გაკოჭა და გაქურდა. წაღებულია 100 ათასი ლარი და ოქროულობა. ქალი მარტო ცხოვრობდა და არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა იცოდნენ, რა ინახებოდა სახლში. 4 პირი დაკავებულია. ქალი შეშინებულია და მომხდარზე საუბარი უჭირს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა