logo
ENG

19 თებერვალი, 2022 | 19:56
შაბათის ფორმულა: ბესიკ ტუფურიას საქმე

2018 წელს გლდანში, სუს-ის თანამშრომლის სახლში 25 წლის გვანცა სამხარაძე მოკლეს. მძიმე საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა და ცხადად ჩანს გამოძიებისას შეცვლილი თუ არეული კვალი. გვანცა სამხარაძეს აფხაზეთის მთავრობის უშიშროების დეპარტამენტის მაღალჩინოსნის იარაღიდან გასროლილი ტყვია თავში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ვერსია, რომლითაც გამოძიება დაიწყო და დასრულდა, უბედური შემთხვევა იყო, საქმის კვალიფიკაცია კი - გაუფრთხილებლობიტ სიცოცხლის მოსპობა. თუმცა, გამოძიებას არ დაუსვამს კითხვა, რატომ ცხოვრობდა სუს-ის თანამშრომლის სახლში უცხო ქალი და რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მას ბესიკ ტუფურიასთან

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა