logo
ENG

11 ნოემბერი, 2020 | 11:11
შსს: დავაკავეთ 54 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვან მეზობელზე სექსუალურად ძალადობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა