logo
ENG

26 ოქტომბერი, 2020 | 10:28
შსს: ხელვაჩაურში ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული. 
 
პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
 
დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. 
 
მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა