logo
ENG

16 იანვარი, 2022 | 21:52
ცივი ომი - გზავნილი ამერიკიდან

გასულ კვირას რუსეთი ევროპაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდა. თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ ულტიმატუმების გასამეორებლად. უკრაინის საზღვრებთან ასობით ათასი ჯარისკაცით და სამხედრო ტექნიკით საომრად მომზადებულ მოსკოვს ნატოსგან გარანტიები სურს:  ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება არ უნდა შესრულდეს - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არ უნდა გახდნენ. თუმცა ალიანსის წევრთა პოზიციები უცვლელია, "ღია კარის" დახურვას ისინი არ აპირებენ, მით უმეტეს კრემლის მუქარის გამო. ამ საერთაშორისო კონტექსტში ანალიტიკოსთა  ნაწილს საქართველოს ხმის გაგონება სურს. რეგიონის მკვლევრები ამბობენ, რომ ახლა დემოკრატიული უკუსვლისა და დუმილისთვის განსაკუთრებით ცუდი დროა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა