logo
ENG

01 ივნისი, 2022 | 20:39
ძმებ კაკულებს პატიმრობა შეეფარდათ

ძმები კაკულიები პატიმრობაში რჩებიან, ბრალდებულებს პროცესზე თავის დასაცავად არაფერი უთქვამთ, შესაძლო დანაშაულის შესახებ კი სულ მეტი ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ გუგა და დათა კაკულიები ხშირად კვეთდნენ საქართველო სომხეთის საზღვარს უკანონოდ. უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ქვეყანაში კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის დღეს. გავრცელებული ინფორმაციით ძმები სომხეთში მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებენ. დაკავებულების ადვოკატი ყველა ბრალდებას უარყოფს, არაყიშვილის ქუჩაზე შეიარაღებულ თავდასხმას, ქვეყანაში უკანონო შემოსვლას და კვარაცხელიას მკვლელობის დაკვეთასაც, რაშიც ძმებს არა გამოძიება, არამედ მოკლულის ახლობლები ადანაშაულებენ. 

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა