logo
ENG

03 დეკემბერი, 2020 | 14:17
ხაზარაძე გახარიაზე: ჯობია, თავის საქმეს მიხედოს, ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ჯობია, პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის საქმეს მიხედოს. ასე ეხმაურება ხაზარაძე გახარიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციამ ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

"გიორგი გახარიამ და მისმა მთავრობამ აიღო უპრეცედენტოდ დიდი ვალები და ეწევა ამ თანხების ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხარჯვას. პრაქტიკულად უცნობია, სად და როგორ იხარჯება ეს მოზიდული თანხები და ვალები, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადასახდელია. ამიტომ ჯობია, რომ თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენს ჩვენ ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ", - განაცხადა ხაზარაძემ. 

გახარიამ დღეს, 3 დეკემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტის საპარლამენტო რეჟიმში განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა