4-თვიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება პირველად ჩავიდა მოქალაქეებთან სასაუბროდ ცაგერში, თუმცა შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ დიალოგი მაინც არ შედგა. დარბაზიდან ის ადგილობრივები გამოაძევეს, ვინც ხელისუფლებას ინვესტორთან მოღალატეობრივ გარიგებაში ხმამაღლა ადანაშაულებდნენ. "მოღალატეები" - ისმოდა დარბაზში.