logo
ENG

27 ნოემბერი, 2021 | 20:55
30 წლის მოშიმშილე პატიმარმა, ბექა ცერცვაძემ შიმშილობა 37-ე დღეს შეწყვიტა - შაბათის ფორმულა

30 წლის ბექა ცერცვაძემ, მოშიმშილე პატიმარმა, რომელზეც შაბათის ფორმულამ გასულ კვირას გადაცემა მოამზადა, 37-ე დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. ბექა ცერცვაძე პირბადის გამო, პრობაციის სამსახურში დაცვის პოლიციასთან შელაპარაკდა. კადრებში რომელიც მან თავად გადაიღო ჩანს, რომ მასზე პოლიცია ძალადობს. პროტესტისა და მედიის ჩარევის შემდეგ პროკურატურამ შეცვალა პოზიცია, და ბრალდებულის დაცვის მხარეს დათანხმდა აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი შეცვლაზე. აღკვეთი ღონისძიება ცერცვაძეს 9 დეკემბერის სასამართლო პროცესზე უნდა შეეცვალოს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა