logo
ENG

ვაშინგტონ იგზამინერი: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის მიმართულებით მკაცრი გაფრთხილება უნდა გასცეს

17 დეკ 201909:28
3 წუთის საკითხავი
clock 800
14qz0jfldqighc5.jpg

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ იგზამინერი" საქართველოში, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთ ვრცელ სტატიას უძღვნის. ტომ როგანი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის მიმართულებით მკაცრი გაფრთხილება უნდა გასცეს. პუბლიკაციის ავტორის თქმით, დემოკრატიული ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკური დაშინება გამოიწვევს შეერთებლი შტატების საპასუხო ქმედებებს, მიზანმიმართული სანქციების ჩათვლით.

პუბლიკაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეერთებული შტატები პროამერკელი ხალხის დიდი ხნის მოკავშირეა, მაგრამ ქართველები რუსეთის აგრესიას უპირისპირდებიან. ბიძინა ივანიშვის მმართველობის დროს კი საქართველო ტოლერანტულია ამ აგრესიის მიმართ და კრემლსა და მის ავტოკრატიულ ფასეულობებს უახლოვდება. ჟურნალისტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილებაში უნდა მოხვდეს ისიც, რომ თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეებისა და თავისუფალი ოპოზიციის უფლებების გათელვას შეერთებული შტატები ყველას, ვინც პასუხისმგებელია აღნიშნულზე, დააზიანებს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივათ, მათ საბანკო ანგარიშებსა და საერთაშორისო ვაჭრობისა და მოგზაურობის შესაძლებლობებზე. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამან შესაძლოა მთავრობა გამოაღვიძოს.

 


close დახურვა