logo

სულ მოიძებნა 710 შედეგი
search
uploads/news/უგულავა გიგი ugulava gigi.jpg
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და ამბობს, რომ გუშინდელმა დღემ საზოგადოების სიბრაზე ნათლად წარმოაჩინა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ერთპარტიული პარლამენტი მალევე ჩამოიშლება. "ვნახეთ ფანტასმაგორიული არითმეტიკა გუშინ. ვნახეთ ბოლოში პრაქტიკულად ამ არჩევნების სიმბოლო. 118 და 164 პროცენტი, რომელიც ცესკოს საიტზე დაიწერა გამარჯვებული გვარების გვერდით - ეს სიმბოლურია, რადგან სწორედ ასეთი არჩევნები იყო, რომელიც გააფორმა ქართული საზოგადოების ბრაზი და მიუღებლობა, ვნახეთ, რომ ცოტა ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ასევე, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დიდი ხანი ვერ გაძლებს და ჩამოიშლება, იმიტომ რომ საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა", - განაცხადა გიგი უგულავამ.  გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია. იყო რამდენიმე დაუბალანსებელი ოქმიც.  ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.
22 ნოე 202017:11
uploads/news/უგულავა გიგი ugulava gigi.jpg
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" სტუმრობისას ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიციამ კოალიციური მუშაობისათვის საჭირო თანამშრომლობის რეჟიმი უნდა ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული ხელახალ არჩევნებამდე ჩამოყალიბდეს ახალი ბლოკებიც.  "ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ცალკე რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ოპოზიციამ და ცხადია, ერთის მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული, საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება კონსოლიდირებული ხედვა და მეორე მხრივ, ისე გამოვიდა, რომ ვლაპარაკობდით კოალიციაზე, მაგრამ წინასაარჩევნოდ ერთმანეთი დავხოცეთ. და ახლა არჩევნები დამთავრდა და ისევ გვიწევს კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ისიც დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო, მათ შორის ბლოკებიც წარმოიქმნება და იქნება თანამშრომლობის რეჟიმი ისეთი, რომ მომავალ კოალიციურ მუშაობას ჭირდება", - ამბობს უგულავა.  მისი თქმით, იმის დასაჯერებლად, რომ ოპოზიციას კოალიციურად მართვა შეეძლება, მოსახლეობას სჭირდება, რომ თანამშრომლობას ოპოზიციაში უკვე ხედავდეს.  "მე ვფიქრობ, რომ ეს აქტიური ფაზა როდესაც დამთავრდება, მერე უკვე ბლოკებიც უნდა შეიქმნას, მეტი თანამშრომლობა უნდა იყოს და დაიდოს ხედვები, წინადადებები, ისე კი არა, როგორც აქამდე ვიყავით, ეს უნდა გამსხვილდეს. ჩვენ ხალხი გვეუბნება, კოალიცია გინდათ? მოდი, აბა, მანახე ოპოზიციაში როგორ შეგიძლია თანამშრომლობა. თუ ამას ანახებ და თუ ეს გულწრფელად დაიჯერა, მერე დაიჯერებს, რომ შენ კოალიციურად მართავ. ამ თვალსაზრისით, სხვათაშორის, ჩვენ ტესტი ვერ ჩავაბარეთ წინასაარჩევნოდ და მე ვფიქრობ, რომ აწი ეს პერიოდი ამის შესაძლებლობა გვექნება", - ამბობს უგულავა.  ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.  პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა.  ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 
18 ნოე 202022:24
2020/11/12/16fr1mt3frdacnj.jpg
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ტყულია, თითქოს გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო მანდატის მქონე მოლაპარაკებას აწარმოებდა საერთაშორისო პარტიორებთან, რადგან მას ასეთი მანდატი არ გააჩნია: "არანაირი მანდატი, არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შესაძლოა ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან, მე ამას არ გამოვრიცხავ, რაც ხშირად აქვს თავისი სტატუსიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა... ოპოზიციის საერთო სახელით ის არ საუბრობდა, ვერ ისაუბრებდა, რადგან მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონდა და ამ ინტერვიუს შემდგომ, ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს", - ამბობს გიგი უგულავა.  უგულავა ამბობს, რომ მსაგავსი განცხადება სასიამოვნო არაა, თუმცა არ აზიანებს ოპოზიციის ერთობას, რადგან არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია და ვაშაძისვე პარტიის უდიდესი ნაწილი მას არ ეთანხება: "ეს ოპოზიცის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი აზრი მისია და მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100%, თავისი პარტიის 99.9%. პატივს ვცემ განსხავებულ აზრს, მომეჩვენა, რომ რაღაცნაირად ადამიანურად ნაწყენია... ვფიქრობ, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის დრო არ არის. ეს პროცესი მიდის საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ", - თქვა უგულავამა.  გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა. რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა.  პირველ განცხადებაში ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა.  განცხადებაში ის ამბობდა, რომ აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით". ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის. მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.  
12 ნოე 202013:39
შედეგის გაფილტრვა
გასუფთავება
close დახურვა