logo

სულ მოიძებნა 710 შედეგი
search
2jg5t0eubthdaza.jpg
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორც უგულავა აცხადებს, ხელისუფლებამ კორონავირუსით საკუთარი პრობლემების მოგვარება გადაწყვიტა. "პირველი დღიდან საზოგადოებას ჰქონდა ეჭვი, რომ თქვენ კოვიდს საკუთარი პოლიტიკური ტყავის გადასარჩენად იყენებდით. თეთრ ხალათს ამოეფარეთ საკუთარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარება გადაწყვიტეთ მაგით და პირდაპირ გეტყვით, რომ სულ ფეხზე გკიდიათ ხალხის ჯანმრთელობა. რა ღონისძიებებსაც დღეს გვაჩეჩებენ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური",-ამბობს უგულავა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს გავრცელება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.  8 ნოემბერს 15:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს და ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.  ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. როგორც ამბობენ, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. იყო კარუსელები, ბიულეტინების ჩაყრა, გაკონტროლებული ხმები. ევროპული საქართველოს ცნობით, ყველა ამ დარღვევის რაოდენობა 3-ჯერ და 5-ჯერ აღემატებოდა წინა წლების არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევენს.  არასამთავრობო ორგანოზაციები ლაპარაკობენ ასობით უბანზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა და რაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი ასობით საჩივარი არ განიხილა ან არ დააკმაყოფილა. 
07 ნოე 202017:17
შედეგის გაფილტრვა
გასუფთავება
close დახურვა