logo

ეს არ ცვლის მთლიან პრობლემას-მესამე სექტორი რეგლამენტის ცვლილებებს აკრიტიკებს

10 ივნ 202008:46
3 წუთის საკითხავი
clock 226

ოპოზიციის მსგავსად, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებს აკრიტიკებენ არასამთავრობო სექტორშიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, რომ ფრაქციების შექმნის სირთულე კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზია. ცვლილება დეპუტატების ნაწილს მთელი რიგი უფლებების გარეშე ტოვებს.

„ბლოკის შემთხვევაში შესაძლებლობის მიცემა ოდნავ აუმჯობესებს მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ ცვლის მთლიან პრობლემას. თუკი პარტია ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, პარლამენტში 7 კაცი ფიზიკურად ვერ ეყოლება, რაც ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში შეიძლება ძალიან ბევრი პარტია მივიღოთ, რომელიც 7-ზე ნაკლები წევრით არის გასული და მათ მოუწევთ, მთელი ოთხი წლის განმავლობაში უფრაქციო დეპუტატებად ყოფნა და მთელი რიგი უფლებები ვერ ისარგებლებენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერი უნდა გასწორდეს“, - განაცხადა ლიკა საჯაიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტში პოლიტიკური თანამდებობების ნაწილი ოპოზიციისთვის განკუთვნილ თანამდებობად განსაზღვროს. 

„ძალიან კარგი იქნება, თუ კომიტეტის თავმჯდომარეების ნაწილი ოპოზიციონერები იქნებიან. ასევე, თუ შემცირდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და აქაც, თუ თავმჯდომარე ვთქვათ უმრავლესობიდან იქნება, მოადგილე ოპოზიციიდან იყოს და პირიქით. მნიშვნელოვანია შეიცვალოს და დაკონკრეტდეს ის მექანიზმები, რომელიც დღეს არსებობს. შემოვიღოთ სამთავრობო საათის, კითხვების მექანიზმი, რომელიც დაავალდებულებს ხელისუფლებას, პასუხები გასცეს დეპუტატების კითხვებს“, - განაცხადა  ვახუშტი მენაბდემ.

მსგავსი სიახლეები
პოპულარული სიახლეები
close დახურვა
egreve