logo

პაატა სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათკაციან სიაში მოხვედრას, მის გამოცდილებას უკავშირებს

23 ოქტ 201912:38
3 წუთის საკითხავი
clock 240
w53h072rk24xity.jpg

პარლამენტი დღეს კიდევ ერთ უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენს. მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა დაინტერესდა თუ როგორ მოხვდა სილაგაძე იუსტიციის საბჭოს მიერ დეკემბერში წარმოადგენილ ათკაციან სიაში. სილაგაძემ მიზეზად მისი წარსული გამოცდილება და უზენაესი სასამართლოს კანდიდატობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება დაასახელა.

„ვიდრე კონსტიტუცია ცვლილებებით შევიდოდა ძალაში და ამოქმედდებოდა, უკვე გასული მქონდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის უფლებამოსილება, შესაბამისად, ვფიქრობდი ჩემს მომავალ კარიერაზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებული იყო კონკურსი სააპელაციო სასამართლოში ვაკანსიებზე, მე მივიღე მონაწილეობა და გასაუბრებაზეც ვიყავი, პრეტენზიას ვაცხადებდი, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმეღო მონაწილეობა. ალბათ ესეც იყო მიზეზი და ასევე ჩემი წარსული ცხოვრებაც სასამართლოში, რადგან ჩემი კოლეგებიც მიცნობდნენ. შემდეგ კი როცა იუსტიციის საბჭოში გადავიდა ფუნქცია კანდიდატურა წარედგინა პარლამენტისთვის, მე შემომეხმიანა იუსტიციის საბჭოს მდივანი,“ - განმარტა სილაგაძემ.

შეგახსენებთ, რომ სილაგაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება. ასევე სილაგაძე იყო  მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც 2015 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა მისჯილი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ციხეში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გვიჩიანი და ჩემია კი 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

მსგავსი სიახლეები
პოპულარული სიახლეები
close დახურვა
egreve