logo

ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობა დატოვა

14 ნოე 201914:35
3 წუთის საკითხავი
clock 162
ghz1y44n4ehrb53.jpg

ზაზა ხუციშვილი არ ტოვებს მანდატს და დამოუკიდებელი დეპუტატის სახით აგრძელებს პარლამენტში საქმიანობას. იგი გავიდა მმართველი გუნდიდან და როგორც თავად ამბობს აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენების ფონზე მიიღო. 

""ქართული ოცნებიდან" წავედი დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო. ჩვენს მიერ დაანონსებული პირობა არ შესრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მომავალშიც იგივე განმეორდეს. მე სულ ვცდილობ იმ პრინციპის ერთგული ვიყო, რასაც ვიტყვი. სხდომათა დარბაზში გავიგეთ, თურმე ამდენი ადამიანი არ უჭერს მხარს. პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ , მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ,"- ამბობს ხუციშვილი. 

მისივე თქმით, ივანიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის. რაც შეეხება გუნდიდან გასულ 7 დეპუტატს, ფიქრობს რომ ეს ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ გახდება. 

"გუშინ ვესწრებოდი შეხვედრას, დღეს კი არა. პარტიის თავმჯდომარემ პირობის შესრულებისკენ მოუწოდა დეპუტატებს, მაგრამ შედეგია ის, რომ ვერ უზრუნველყო ბოლოს. გული მწყდება. ამიტომ ვაპირებ ვიყო დამოუკიდებელი დეპუტატი. არ მიფიქრია ვისთან ვიქნები. დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი მოსმენით გავიდოდა კანონპროექტი. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, დეპუტატების გუნდიდან გასვლის წინაპირობა ნამდვილად არ არის. 7 დეპუტატი რამე ისეთ ძალათა გადანაწილებას არ მოიტანს,"- აცხადებს ხუციშვილი. 

მსგავსი სიახლეები
პოპულარული სიახლეები
close დახურვა
egreve