logo
ENG



პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს

24 აპრ 202411:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/24/9xh0y208peoweup.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს.

გუშინ ევროპარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც მშვიდობიანი აქციის დაშლის ორგანიზატორია. კერძოდ, მან დაასახელა ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე.

პაპუაშვილი ამ განცხადების გამო ევროპარლამენტარს "ქართულ პოლიციაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს, რაც მისივე აზრით "ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას" ნიშნავს.

"გუშინ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ აუსტრევიჩუსს. ეს ევროპარლამენტარი ამავე დროს არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში. ეს არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. თავდასხმა პოლიციაზე არის თავდასხმა სახელმწიფოზე. კარგი იქნება თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. [...]

კარგი იქნება თუ ლიტვის საელჩო გააკეთებს განმარტებას იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ მოლოტოვის კოქტეილებისა, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში. ამ მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზება ზუსტად იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებით ხდებოდა"- თქვა პაპუაშვილმა.

 


close დახურვა