თვითრეგულირების მექანიზმი
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ტელეკომპანია ფორმულამ შექმნა თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაშია მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ტელეკომპანია ფორმულაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს ორი ინსტანცია: პირველ ინსტანციას წარმოადგენს - „კომისია" ხოლო, მეორე ინსტანციაა „სააპელაციო საბჭო". დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ფორმულამ დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს ფორმულას საჩივრით და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება.
დაინტერესებულ პირს (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად) სურვილის შემთხვევაში შეუძლია საჩივარი გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. 46 (მე-2 სართული) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected].
დებულება. ფორმულა თვითრეგულირების ორგანო
საჩივარი პარაოლიმპიელები ვახო სანაია პოლიტმეტრი
თვითრეგულ. კომისიის გადაწყვეტილება #1 - პარაოლიმპიელები (სანაია კომენტარი) 10.12.2020
#290 თვითრეგულირების გადაწყვეტილება 2 - ბაკურ კიღურაძე
#442 -თვითრეგულირების გადაწყვეტილება პასუხი რერას საჩივარზე (2)