logo
ENG



საგამოძიებო: დავაკავეთ 27 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

24 აპრ 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/24/ijmwte6z8zsm63a.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 27 წლის კაცი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. მათი ცნობით, დაზარალებული მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა.

საგამოძიებო სამსახური წერს, რომ 2024 წლის მარტში დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელში განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელში იყო გავრცელებული.

"დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5 -დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 


close დახურვა