logo
ENG



დუმის სათათბირო კომიტეტის ცვლილებებით, "უცხოელ აგენტებს" არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ

03 მაი 202417:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/aqwfqmc76ivvt6d.jpg

კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის, TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბირო კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც "უცხოელ აგენტებს" ფედერაციაში, ყველა დონეზე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

როგორც გამოცემა წერს, ცვლილებების თანახმად, "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების შესახებ" კანონს ემატება ახალი ნორმა - კანდიდატთა სიაში რეგისტრაციისთვის უცხოელი აგენტი ვალდებულია მოიხსნას ასეთი სტატუსი რეესტრში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე.

კონკრეტულად, საუბარია ფედერალური ხელისუფლების ორგანოების, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების სამთავრობო ორგანოების, ფედერალური ტერიტორიის საჯარო ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნებზე.

გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, TASS წერს, რომ რეესტრში დარეგისტრირებამდე უცხოელი აგენტი ვალდებულია რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ამ ერთეულის უცხოელ აგენტთა სიიდან ამოღება ან სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება.


close დახურვა