logo
ENG



პარლამენტში ჩხუბი და დაპირისპირებაა

14 მაი 202412:42
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ხმაურია. დაპირისპირება ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა. 

ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე მოქალაქეების დაშინებისა და ტერორის მცდელობებზე ისაუბრა. 

"მამუკა მდინარაძეს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ეს ლაჩრული ყოფილა და თურმე სახლში მივარდნა ვაჟკაცობაა. ქალებთან და შვილებთან ერთად მოქალაქეების ცემა ყოფილა ვაჟკაცობა. ეს ყოფილა მამული, ენა და სარწმუნოება [...] სახლებში უვარდებით ხალხს, ვის თავში მოიხარშა ის... დიტო სამხარაძე, უკაცრავად, ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში და ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა, ასე გიყვართ თქვენ ქართველი ხალხი". 

ხაბეიშვილის სიტყვის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრების შეძახილები და დიტო სამხარაძის ტრადიციული გინება ისმოდა.

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მანდატურები დეპუტატებს ვეღარ აკავებდნენ, კანონმდებლებმა დარბაზში, სკამებს შორის იჩხუბეს. 

ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს - ოცნება აპირებს რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღოს. 


close დახურვა