logo
ENG



ო'ბრაიენის და კობახიძის შეხვედრა დასრულდა - ის 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა

14 მაი 202414:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/x3kynmfmwxr4vo3.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა - ის 2 საათზე მეტხანს, დაგეგმილზე დიდხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრას ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ესწრებოდა. მხარეებს შორის საუბრის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ო'ბრაიენმა კანცელარია უკვე დატოვა. ახლა ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. მოგვიანებით შეხვედრა დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ამერიკელი  მაღალჩინოსანი საჯარო განცხადებას 20:30 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. 


close დახურვა