logo
ENG



ესტონეთის საგარეოში ამბობენ, რომ შეხვედრაზე პაპუაშვილის ნახსენებ საკითხებზე არ შეთანხმებულან

15 მაი 202415:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/5gksagupt3g1jsb.jpg

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა და დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა, რომ "შეხვედრაზე შევთანხმდით, სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკანა ამბობს, რომ შეხვედრაზე ნახსენებ საკითხებზე არ შეთანხმებულან.

"ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე. ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით!", - აცხადებს მინისტრი.

მანამდე განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც გაავრცელა და თქვა, რომ "შეხვედრაზე არ დათანხმებულან, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები".


close დახურვა