logo
ENG



ჰელსინკის კომისია: ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის

15 მაი 202419:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/o36kixilgxjik4y.jpg

ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ ეს ბნელი დროა ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის. 

"გუშინ საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ გაიტანა რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ხალხის ნების ძალადობრივი უგულებელყოფით და გვერდზე განუდგა მის დიდი ხნის წინ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას. ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის. თუმცა ქართული თავისუფლების სული შეუზღუდავია. შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომელიც წარმოუდგენელ გამბედაობასა და თავდადებას ავლენს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში. 

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.


close დახურვა