logo
ENG



რჩეულიშვილი: ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, გამოვესარჩლე და შემაგდეს პოლიციის კორდონში

16 მაი 202416:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/639x8gj9q6k23n3.jpg

რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა ვითარება დააკავეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ და მას გამოესარჩლა.

"მახსოვს, რომ ჩემს გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში, ზუსტად არ მახსოვს, ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. ამ დროს მე გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ პოლიციელების კორდონში. კორდონის ორივე მხარეს ვიყავი. რა თქმა უნდა, აქეთ მხარესაც არის მათი პოზიციის მიუღებლობა, მაგრამ იქით მხარეს არის უბრალოდ ზიზღი, თავიანთი თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი [...] ხელის მოხვედრას ჩემზე ისეთი ეფექტი არ ჰქონია და მათმა სიძულვილმა მართლა გამაოცა". 

რჩეულიშვილი ჰყვება, რომ რამდენიმე ადამიანი მის გვერდით დაეცა, მაგრამ სამართალდამცავები მათზე ფიზიკურ ძალადობას მაინც აგრძელებდნენ. 

"მე არ დავვარდი, მაგრამ შიგნითაც აგრძელებდნენ ცემა-ტყეპას. რამდენიმე ადამიანი ჩემს გვერდით დავარდა და იმ დაცემულზე კიდევ უფრო ცუდი სანახავია. თეორიული შანსი არაა მათი ამოცნობის", - ამბობს ის. 

რჩეულიშვილი პარლამენტთან 12 მაისს დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია ფორმულასთან ამბობდა, მას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. 

მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია ფორმულასთან ამბობს, რომ ის ნაცემია, აღენიშნება სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. ის ზაჰესის იზოლატორში ჰყავდათ. 

 

close დახურვა