logo
ENG



როგორია ვეტოს შემდგომი პროცედურები და კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი - განმარტება

18 მაი 202419:43
3 წუთის საკითხავი
 
როგორია ვეტოს შემდგომი პროცედურები და კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი - განმარტება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

იურისტი ნიკა სიმონიშვილი, განმარტავს, თუ რა არის მოსალოდნელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ.

კონკრეტულად, სოციალურ ქსელში მან აღწერა, როგორ წარიმართება პროცედურები პარლამენტში და როგორი იქნება კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი.

  • პრეზიდენტმა ბოლომდე არ გამოიყენა მოტივირებული შენიშვნების გაკეთებისთვის 2 კვირიანი ვადა და როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტების კანონს უბრუნებს პარლამენტს.

  • ახლა პარლამენტმა მომდევნო პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, რისთვისაც აქვს საკმარისი ხმები.

  • მომდევნო სასესიო დღეები 28-31 მაისსაა და მანამდე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ პრეზიდენტის შენიშვნები. ანუ, ყველაზე ადრე კანონის მიღების კალენდარი ასეთი შეიძლება იყოს.

  • 20-27 მაისის ინტერვალში იურიდიულმა კომიტეტმა შენიშვნები შეიძლება განიხილოს.

  • 28-31 მაისის ინტერვალში პლენარულ სხდომაზე ვეტოს გადალახვა. ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები ფაქტობრივად მთავრდება და კანონი საბოლოოდ მიღებულია.

  • თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვს ხელმოსაწერად.

  • ამ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს", - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში. 

    იურისტმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ აღწერილი პროცედურები ვეტოს დაძლევის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია.

    "ზემოთ რაც დავწერე, ეს ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს მაქსიმალურ ვადებს და ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგაც გააკეთოს ოცნებამ, მაგალითად, მომდევნო თვეში/თვეებში, რისი შესაძლებლობაც პროცედურულად არსებობს", - თქვა მან.


close დახურვა