logo
ENG



პრეზიდენტის ვეტოს ერთადერთი შენიშვნით, რუსულმა კანონმა მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს

19 მაი 202416:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/19/k8jr7ju5b8w6hop.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით უბრუნებს - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

პარლამენტისთვის გადაცემულ შენიშვნების დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი "ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას" და ამასთანავე აღნიშნავს, რომ იგი 2023 წლის მარტში გაწვეული კანონის იდენტურია, რომელთა შორის სხვაობაც მხოლოდ სახელწოდებებშია.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია" და იგი თავისი შინაარსით არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიულია. პრეზიდენტის თქმით, რუსული კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია, რადგანაც მიუღებელია მისი პრინციპები.

"შესაბამისად კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ყველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე", - წერია პრეზიდენტის შენიშვნების დოკუმენტში.


close დახურვა