logo
ENG



მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

21 მაი 202417:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/7i00ogmz2z8ghjw.jpg

მოლდოვამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე ავრცელებს.

"მოლდოვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან. 

ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას.

ეს საშუალებას მისცემს ერთად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები", - წერს ჯოზეფ ბორელი.


close დახურვა