logo
ENG



ბათუმში გუშინ ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა ორი ადამიანი

18 მარ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/a2f8r1k3h4xtng9.jpg

გუშინ, 18 მარტს ბათუმში 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 

ბათუმელების ცნობით, ერთი ავარია კლინიკა მედინასთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლამდე ქალს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. 

"მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა", - განუცხადა ბათუმელებს კლინიკის უფროსმა, ლევან ქობალიამ. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. 

რაც შეეხება მეორე ავტოსაგზაო შემთხვევას, როგორც ცნობილია, კაცს ავტომობილი სარიტუალო დარბაზ სამ ძმასთან ზებრაზე გადასვლისას დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. 

 

close დახურვა