logo
ENG



ინოვაციების მნიშვნელობა და რეგულაციური გარემო - პანელური დისკუსია Libertycon-ზე

01 მაი 202409:02
3 წუთის საკითხავი
 

რიგით მე-12 LIbertyCon-ზე, რომელიც აპრილში თბილისში ჩატარდა, პანელური დისკუსია ზიანის შემცირების საკითხზეც გაიმართა. 

დისკუსიაზე განიხილეს ინოვაციების მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ისაუბრეს თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით რეგულაციურ გარემოზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროში აკრძალვითი პოლიტიკის ჩავარდნაზე, ასევე ნიკოტინის მომხმარებლებზე მითებისა და დეზინფორმაციის გავლენაზე.

დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებასაც შეეხო - კერძოდ, დაისვა საკთხი, თუ რატომ რჩება ქვეყანაში მოწევის პრევალენტობა კვლავ მაღალი, მიუხედავად მკაცრი შემზღუდველი საკნონმდებლო ნორმებისა.

სესიაზე მომხსენებლები იყვნენ, ფედერიკო ფერნანდესი (We Are Innovation-ის ხელმძღვანელი), სანდრო კვიტაშვილი (ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოსა და უკრაინაში) და კრის სნოუდონი (Institute of Economic Affairs-ის Lifestyle Economics-ის მიმართულების ხელმძღვანელი).  

ერთერთი მომხსენებელი, ფედერიკო ფერნანდესი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოში მოწევის მნიშვნელოვნად მაღალი, 30%-მდე, მაჩვენებელია, ამკრძალავ ზომებს კი შედეგი მხოლოდ გარკვეულ დონემდე მოაქვს. ამასთან, სხვა ქვეყნების, მაგალითად შვედეთის, გამოცდილება აჩვენებს, რომ თამბაქოზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ინოვაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:

"კაცობრიობა დიდი ხანია ცდილობს, მოწევის ჩვევა დაამარცხოს. არსებობს რამდენიმე ზომა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო. ეს ზომები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან  და ევროკავშირისგან მოდის. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ასევე წარმართა კამპანიები მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად მოწევის რისკებთან დაკავშირებით. ამ ზომებს ნამდვილად აქვს გავლენა. თუმცა, ბოლო წლებში იმასაც ვხედავთ, რომ ამ ზომებს, რომლებსაც ძირითადად ამკრძალავი ფორმა აქვს, შედეგი მხოლოდ გარკვეულ დონემდე მოაქვს. შემდეგ კი ამ ზღვრის გადალახვა რთულია. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ისევ გვყავს 1.3 მილიარდი მწეველი, მათი უმეტესობა განვითარებადი ქვეყნებიდანაა. ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც მოწევის მაღალი, 30%-თან მიახლოებული მაჩვენებელი აქვს. ეს ბრძოლა არაა მოგებული.

ვფიქრობთ, რომ ინოვაცია არის ის ნაწილი, რომელიც შეავსებს ფაზლს თამბაქოზე დამოკიდებულებაზე ბრძოლაში. ამის საუკეთესო მაგალითი შვედეთია, რომელსაც ევროპაში ყველაზე კარგი შედეგები აქვს. მართალია, ნიკოტინის მოხმარება საშუალოზე სულ ოდნავ მაღალია ევროკავშირში, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადებები დაეცა. რატომ? იმიტომ, რომ შვედები ნიკოტინს არ მოიხმარენ სიგარეტის მოწევის გზით. ისინი ნიკოტინს იღებენ ალტერნატიული, ინოვაციური ნიკოტინ პროდუქტებს",
- ამბობს ფედერიკო ფერნანდესი.

Libertycon Europe ევროპაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიებაა. თბილისში გამართულ ღონისძიებას 100-მდე ქართველი და უცხოელი მონაწილე ესწრებოდა.




close დახურვა