logo
ENG



ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა

28 ივნ 202313:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/ostxa6seag8j2vf.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის, იუწყება ლიეტუვის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

კიევში ჩასვლამდე გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორ გამშვებ სისტემას მიიღებს.

"ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ორი გამშვები მოწყობილობა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას. საჰაერო თავდაცვა არის მთავარი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლისთვის."- წერს ნაუსედა Twitter-ზე.

ლიეტუვის პრეზიდენტი ელის, რომ ივლისში ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიიღებს უფრო კოლექტიური გადაწყვეტილებებს უკრაინის მხარდასაჭერად.


close დახურვა