logo
ENG



ნობელის ფონდმა დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მოწვევა გააუქმა

02 სექ 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/02/ehgu92c0keng5vv.png

ნობელის ფონდმა სტოკჰოლმში დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფონდის განცხადებით, გადაწყვეტილებამ, აღნიშნული ქვეყნების ელჩები მიეწვიათ, მწვავე რეაქცია გამოიწვია, მათ შორის შვედ პოლიტიკოსებს შორის. გასულ წელს ელჩები დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეულები არ ყოფილან.

ნობელის ფონდმა მათი მოწვევის გადაწყვეტილება განმარტეს სურვილით "რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ის ღირებულებები, რომლებსაც განასახიერებს ნობელის პრემია - მაგალითად, შარშანდელი მკაფიო პოლიტიკური გზავნილის მეშვეობით, როდესაც პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭათ ადამიანის უფლებათა დამცველებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, ასევე უკრაინელებს, რომლებიც რუსული ომის დანაშაულების დოკუმენტირებაზე მუშაობენ".

შვედეთის დასაქმების მინისტრმა, იოჰანეს პერსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩის დასწრების შემთხვევაში ღონისძიებას ბოიკოტს გამოუცხადებს. ამასთან, შვედეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირი იყო ორგანიზაციის ინიციატივა.

თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნობელის პრემიის ფონდის ხელმძღვანელებს მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთისა და ბელარუსის იზოლაციაში".

ნობელის პრემიის ლაურეატებს ტრადიციულად ოქტომბრის დასაწყისში აცხადებენ, პრემიების გადაცემა კი დეკემბერში ხდება. ექვსიდან ხუთი პრემია სტოკჰოლმში გადაიცემა და მხოლოდ მშვიდობის პრემია - ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.


close დახურვა