logo
ENG



საია ძალადობაზე: გომელაურმა გააკეთოს განცხადება და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა

13 მაი 202408:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/waihxibhasx9wev.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ფაქტს, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. საია მოუწოდებს შს მინისტრს, გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე", - აცხადებენ საია-ში.

დღეს, 9 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილოს.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს. 

ამის პარალალურად სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იფიცებიან და სასწავლო პროცესს აჩერებენ. 

 


close დახურვა