logo
ENG



უკრაინის საგარეო ორბანს: უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები

29 სექ 202318:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/6fq2jvug3c3azhl.png

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ორბანის თქმით, "არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს". ამასთან, ორბანი აღნიშნავს, რომ "ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს".

"დადებითად აღვნიშნავთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გამო. გაცნობებთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, დღეს უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება.


close დახურვა