logo
ENG



ცაჰკანა: ქართველო ხალხო, უნდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენთან ვართ, მარტო არასდროს იქნებით

15 მაი 202422:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/p3dn25dkwjpwcgw.jpg

ჩამოგიტანეთ ყველაზე თბილი, კეთილი სურვილები ესტონელი ხალხისგან, თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენი იმდენი რამ გვაქვს საერთო, იმიტომ, რომ ერთ ისტორიას ვიზიარებთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე. გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იყოს, რა ღირებულებები ჰქონდეს და დაიცვას. მე ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთი და იგივე ღირებულებები გვქონდეს, დემოკრატიისა და ჩვენი თავისუფლების. 

როცა ესტონეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველამ ერთად, როგორც ერმა, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა ჩვენი კურსი და ამ გზაზე ჩვენ არასდროს ვიქნებით მარტო. 

ევროკავშირის წევრობის გარეშე, ვერ ვიდგებოდი დღეს თქვენს წინაშე, როგორც თავისუფალი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს თავისუფლების დაკარგვა, როცა კარგავ არჩევანის თავისუფლებას, სად გინდა იყო, რა ღირებულებებს იცავ. ქართველო ხალხო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა თქვენთან ვართ და მარტო აღარასდროს იქნებით. თქვენ, როგორც ერმა გადაწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ, ეს არის თქვენი ადგილი. ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გაგრძელდეს.

 

close დახურვა