ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაეხმარება საქართველოს ცვლილებებში, რომ იგი არ დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა მოიქცევა ისე, როგორც იქცევა დღემდე, კანდიდატის სტატუსი არავითარი მნიშვნელობის არ იქნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, [ქართულმა ოცნებამ] მოიგოს არჩევნები მომავალ წელს.
ეს გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რატომაც სურს ბიძინა ივანიშვილს, მიიღოს ამ წელს კანდიდატის სტატუსი - მისთვის ნათელია, რომ ეს დაეხმარება მას, მოიგოს არჩევნები და საქართველო კვლავ დაიწყებს მოძრაობას რუსეთის და არა ევროკავშირის მიმართულებით, თუ არაფერი შეიცვალა თქვენს ქვეყანაში.
განაცხადა გადაცემა კვირის ფორმულაში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. [სინქრონული თარგმანი]